საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სლუპსკის პომერანიის უნივერსიტეტში თსუ-ის მხარდაჭერით მედიაციის საუნივერსიტეტო ცენტრი დაფუძნდა

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის, სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა  და სლუპსკის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით სლუპსკის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტის სტრუქტურაში დაფუძნდა მედიაციის საუნივერსიტეტო ცენტრი. კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის დაფუძნების ცერემონიას ესწრებოდნენ პოლონეთისა და ევროპის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, პოლონეთის სასამართლო ხელისუფლებისა და მედიატორთა პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

 

თსუ-ის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური რესურსების გამოყენებითა და მხარდაჭერით ინსტიტუციურ პარტნიორებთან ერთად  დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა პოლონეთში მედიაციის ინსტიტუციონალიზაციის, კვლევისა და იურიდიული განათლების გაძლიერებისა და ხარისხის ამაღლების მიმართულებით.

თარიღი: 30/10/2024